17:04 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 19:55:31, 3147 ნახვა

კულტურა
თიბისი გალერეა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

თიბისი გალერეა და ქართველი ხელოვანები  26 წლის ფეხბურთელის, გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად  გაერთიანდნენ.

 40-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას თიბისი გალერეის საგამოფენო სივრცე რამდენიმე დღის განმავლობაში დაეთმობა, შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება გიორგი ლოსაბერიძის მკურნალობას.

 ცნობისთვის, გიორგის დიაგნოზი ქალა-ტვინის მძიმე ტრავმაა. მისი მკურნალობა  და რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რის გამოც გიორგის საზოგადოების დახმარება და თანადგომა  სჭირდება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა 4 აპრილს, სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო, რის გამოც ის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. გიორგის ორი ტრეპანაცია გაუკეთდა, მას შემდეგ ის უკვე 3 თვეა კომაშია.                                                             

 გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემდეგი ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი:თუთუ კილაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ქეთი დავლიანიძე, გიორგი ჩხეიძე, მაია სუმბაძე, ანტონ ბალანჩივაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, კახაბერ ტატიშვილი, მაკა ბატიაშვილი, ქეთი მატაბელი, ლია შველიძე, ცისია კილაძე, როკო ირემაშვილი, ანდრია დოლიძე, თამუნა ჩიქოვანი, კახი ერაძე, მაკა თავამაიშვილი, ირაკლი სუთიძე, ლევან ხარანაული, მიშა გოგრიჭიანი, კოკო  ცხვედიანი, ნიკო ცეცხლაძე, გურამ წიბახაშვილი, ზურა გომელაური, ნოდარ ბადურაშვილი, ირაკლი სუთიძე, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, გურამ თიკანაძე, ვანო აბულაძე, თენგიზ მირზაშვილი, გიკა მირზაშვილი, იურა ბერიშვილი, დედა სიდონია, ოლეგ ტიმჩენკო, მიშა შენგელია, ნათია კლდიაშვილი, ლაშა კინწურაშვილი, მაია ქველიძე, ბუბა არაბული და სხვა.

 თიბისი გალერეა  საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას 5 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად თიბისი ბანკში გახსნილია ანგარიშის ნომერიც: სს თიბისი ბანკი

GE10TB7009026365100063

ეკატერინე გილაშვილი-ლოსაბერიძე (გიორგი ლოსაბერიძის დედა)

(R )

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics