15:13 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 22:51:17, 523 ნახვა

სპეციალური ანონსი
2 ივლისის სპეციალური ანონსი

2 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვასა და პრიორიტეტებს გააცნობს.

მის.: სოფელი კაჭრეთი, პროფესიულ კოლეჯი „აისი“ (სასტუმრო ”ამბასადორის” მიმდებარე ტერიტორია) 
საკონტაქტო პირი ნათია პაპავა 577173325

2 ივლისს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გმირთა მოედანზე ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივს მიაგებს.
მის: გმირთა მოედანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი
საკონტაქტო პირი ქეთევან ლომაია - 599 50 83 55 

2 ივლისს, 11.00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. 
თემა: ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმე. 
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N 72

2 ივლისს, 11:00 საათზე, დუშეთში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების სახელს პატივს მიაგებენ. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. 
მის.: დუშეთის შესასვლელი, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელობის მემორიალი. 
საკონტაქტო პირი თეა ბოგვერაძე - 595530021

2 ივლისს, 11:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრი რომან გოცირიძე პრესკონფერენციას გამართავს.

2 ივლისს, 12:00 საათზე „იოგა ანანდა ცენტრის” (ANANDA YOGA CENTER ) ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში “ჯანმრთელობის ფესტივალი“ (Health Fest) გაიმართება. 
საკონტაქტო ტელ.: 598 87 39 26

2 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET – აისეტი) გამოსაშვები ცერემონია გაიმართება, რომელსაც თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრებიან. 
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი.

2 ივლისს, 19:00 საათზე, პროექტის - „Check in Georgia” ფარგლებში, ქალაქ სიღნაღში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე (გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე) ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება.

2 ივლისს, 19:00 საათზე, პროექტის - „Check in Georgia” ფარგლებში, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, გორელი მსმენელის წინაშე ჯგუფი „სეიშენი“, ინსტრუმენტული ჯგუფი, მარიამ ებრალიძე, თემურ საჯაია, ქეთი ფარესაშვილი და ზაურ შავგულიძე წარდგებიან. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics