09:58 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 11:24:16, 668 ნახვა

საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსი ბარბაქაძე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და 1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„1993 წლის 2 ივნისს აფხაზეთის ომის დროს მოხდა ტამიშის დესანტირება. პირველად რუსეთის შეიარაღებული ძალები ღიად ჩაერივნენ სამხედრო კონფლიქტში და რუსეთის ფლოტის მეშვეობით მოახდინეს ტამიშის მონაკვეთზე  დესანტირება.  საქართველოს სამხედრო ისტორიაში ეს მოვლენა ტამიშის დესანტის სახელით არის შესული.

დღეს, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, მოვედით, რათა პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსათვის",- აღნიშნა ალექსი ბარბაქაძე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ეროვნული უშიშროების  საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics