18:54 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 09:39:02, 333 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ივანიშვილი კომენტარის გაკეთებისას ყოველთვის მართალი არ არის

„არის თუ არა სწორი ყოველთვის ბიძნა ივანიშვილი, როცა კომენტარს აკეთებს? – არა, ისევე, როგორც მე არ ვარ ყოველთვის მართალი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯორჯ–თაუნის უნივერსიტეტში განაცხადა. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა,იგი გავლენას მაინც ინარჩუნებს. 

„ბიძინა ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის ქვეყნიდან გაქრებოდა, მან თქვა მხოლოდ ის, რომ პოლიტიკიდან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადავიდოდა. მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „ მოქალაქე“  და სურს იყოს აქტიური ამ კუთხით. მისი კომენტარები და აზრი არ არის მხოლოდ ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია საქართველოში, რადგან ის ინარჩუნებს დიდ გავლენას, პატივისცემას და ნდობას საზოგადოებისგან და იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც დაარსა. მისი ზეგავლენა რჩება და ამას არც ვუარყოფ. არის თუ არა ის სწორი  ყოველთვის, როცა  კომენტარს აკეთებს?! – არა, ისევე, როგორც მე არ ვარ ყოველთვის მართალი. ის ადამიანია“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. 

პარლამენტის თავჯდომარის მოსაზრებით, ივანიშვილი პოლიტიკიდან არ უნდა წასულიყო, რადგან იმ პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი დაესრულებინა, რომელიც დაარსა.  

„მიზეზი,თუ რატომ წავიდა ის პოლიტიკიდან, არის ის, რომ მას არ სურდა მესიას ტრადიციის გაგრძელება საქართველოში, რაც აქამდე ხდებოდა. მე ვურჩევდი ბიძინა ივანიშვილს, რომ არ წასულიყო ასე ადრე, იმისთვის, რომ  დაესრულებინა პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი. სამწუხაროდ ის წავიდა, თუმცა მისი გავლენა არ გამქრალა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  

დავით უსუფაშვილის კომენტარის თარგმანი, "რუსთავი 2"–მა გაავრცელა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
​„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა
ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს
ხაბეიშვილი - არავის სანქცირება არ გვიხარია - გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics