02:36 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 11:42:41, 359 ნახვა

საზოგადოება
შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს.

გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2015 წლის თებერვლის თვე 290 929 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 1 %-ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 600 396 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

უწყების ინფორმაციით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 212 668 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,8%); ბ) ტრანზიტი – 115 653 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,6%); გ) სხვა – 272 075 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,5%).

შსს-ს ცნობით, 2015 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+8,5%), სომხეთიდან (+8,8%), რუსეთიდან (-7,3%) და უკრაინიდან (-14%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია (შესაბამისად 126%, 12%, 12%, 11%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (67%) და ყაზახეთი (20%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 43% და 21%–იანი მატებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics