15:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 13:11:24, 357 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: როდესაც საქმე გაქვს მაფიოზ სახელმწიფოსთან, აღარ გაკვირვებს რაც მოხდა

„როდესაც  საქმე გაქვს მაფიოზ სახელმწიფოსთან, სადაც მხოლოდ დაშინებისა და  სიძულვილის ატმოსფეროა,  უკვე აღარ  გაკვირვებს რაც მოხდა“, - ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტმა და  უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა „სი-ენ-ენ“,-თვის მიცემულ ინტერვიუში რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსმა ხალხმა სიმართლე არ გაიგოს.
„ტრაგედიაა რაც მოხდა, მაგრამ  სიმართლეა რომ, ის ერთ-ერთია  იმ ბევრ ადამიანს შორის ვინც  ანალოგიურ გარემოებაში დაიღუპა.  ეს სია ყოველდღიურად იზრდება.  როდესაც  საქმე გაქვს მაფიოზ სახელმწიფოსთან, სადაც მხოლოდ დაშინებისა და  სიძულვილის ატმოსფეროა უკვე აღარ  გაკვირვებს რაც მოხდა.  ამ ყველაფრის ფონზე მგონია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. რუსეთში სიმართლეს მალავენ,  დანარჩენმა მსოფლიომ კი სიმართლე იცის, თუმცა საკმარის ქმედებებს არ მიმართავენ.  პუტინი ახლა ყველა მიმართულებით მუშაობს,  რომ უფლება არ მისცეს რუს ხალხს სრული სიმართლე  გაიგოს“,-განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ  ბორის ნემცოვთან ბოლო შეხვედრის დროს, ის და ნემცოვი უკრაინის კრიზისზე საუბრობდნენ.
მისივე თქმით, ნემცოვი  უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით  ანგარიშს ამზადებდა.
„რეალობა ის არის, რომ დღევანდელ რუსეთში  ყველგან დაშინების ატმოსფეროა. ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ან გადასახლებულია, ან ციხეშია ნავალნივით და ან მკვდარია ნემცოვივით. რა ქვეყანაა ეს? ის ნამდვილად საშიში ადგილი ხდება საკუთარი მოქალაქეებისთვისაც და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც“,-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  „სი-ენ-ენ“,-ის ეთერში  პეტრო პოროშენკოს მრჩევლის სტატუსით იყო მოწვეული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics