18:36 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 14:57:46, 332 ნახვა

პოლიტიკა
მაღრაძე უმრავლესობას: მიიღეთ გადაწყვეტილება, რაც ქვეყანას სჭირდება და პირადი სიმპატია-ანტიპატიები თქვენთვის შეინახეთ

პრეზიდენტის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა.

ცნობილია, რომ   ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე კოლეგებს მოუწოდებს, პირადი სიმპატია-ანტიპატიები გვერდზე გადადონ და ქვეყნისთვის  სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ.

"ასეთი ტიპის დაპირისპირებები ალბათ ყველგანაა ხოლმე, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პოსტზეა  ლაპარაკი. მიმაჩნია, რომ ჩვენ საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას უმრავლესობიდან, მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც სჭირდება სახელმწიფოს და თქვენი პირადი სიმპატია-ანტიპატიები თქვენთვის შეინახეთ",-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics