23:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 16:32:32, 465 ნახვა

პოლიტიკა
2014 წელს ყველაზე დიდი შემოწირულობა "ქართულმა ოცნებამ", ყველაზე მცირე კი, "რესპუბლიკურმა პარტიამ" მიიღო

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს  24 პოლიტიკურ მოძრაობაზე  შემოწირულობა საერთო ჯამში 7 493 724 მილიონია. აქედან ყველაზე მეტი შემოწირულობა 6 მლნ 157 000 ლარი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო.მეორე ადგილზეა ნინო ბურჯანაძე 342 000 ლარით.მესამე პოზიციაზე 299 ათასი ლარით "ნაციონალური მოძრაობაა", შემდეგ მოდის  "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (237 351 ლარი),  პარტია "საქართველოს გზა" (88 421 ლარი), საინიციატივო ჯგუფები (238 000 ლარი).
ყველაზე მცირე დაფინანსება მიიღეს: საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ 95 ლარი, თავისუფალი საქართველო-36 ლარი, რესპუბლიკური პარტია 30 ლარი.
რაც შეეხება შემომწირველებს, "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან როგორც დეპუტატები, ასევე მთავრობის წევრები.მათ შორის ვალერი გელაშვილი, გოგი თოფაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, ზურაბ ტყემალაძე,  ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია,  ნოდარ ებანოიძე, ლევან ბერძენიშვილი.
"გაერთიანებული დემოკრატიული" მოძრაობის შემომწირველთა სათავეში თავად ნინო ბურჯანაძეა 30 000 ლარით. ასევე პაატა ცინცაძე, მანუჩარ ომანაძე, ფირუზ ბააკაშვილი, ოთარ თავართქილაძე.
"პატრიოტთა ალიანსის" შემომწირველები არიან-ხვიჩა წკეპლაძე 47 600 ლარი, გიორგი ლომაია, 17 668 ლარი, ნინო ჭანიშვილი, ცირა გახოკიძე და დავით თარხან მოურავი.
რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას",  ძირითადად არაფულადი შემომწირველები არიან: კახა ბენდუქიძე 27 775 ლარი , ზაქარია ტაბატაძე 5 095 ლარი, ჩიორა თაქთაქიშვილი 100 ლარი, მიხეილ მაჭავარიანი 200 ლარი. დავით ბაქრაძე 100 ლარი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics