13:27 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 12:24:49, 480 ნახვა

სამართალი
გიორგი ბადაშვილი: სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქცეული ქონების წარმომავლობის საკითხების შესწავლა მოხდება

„ამ ეტაპზე  ახალი დეპარტამენტისთვის პროკურატურაში 2012–2015 წლებში შემოსული და ცალკეული განცხადებების საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გადაეცემა მიმდინარეობს“, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

ბადაშვილის მტკიცებით, ხსენებულ განცხადებებში მითითებული ფაქტები დეტალურად იქნება შესწავლილი და გადამოწმებული.

მისივე თქმით, შესწავლილი იქნება ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქცეული ქონების წარმომავლობის საკითხებიც.

„პროკურატურაში გაწეული მუშაობის შედეგად, მოხდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, 2015 წლის პირველ იანვრამდე შემოტანილი განცხადებების შესწავლა– სისტემატიზაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ განცხადებების და ცალკეული განცხადებების საფუძველზე უკვე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გადაცემა ახალი დეპარტამენტისათვის.  მნიშვნელოვანია ის  გარემოება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული სამართლიანობის პრინციპი. დეტალურად იქნება შესწავლილი და გადამოწმებული განცხადებაში მითითებული ფაქტები, მათ შორის სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქცეული ქონების წარმომავლობის საკითხებიც. დაცული იქნება, როგორც განმცხადებლის, ასევე მათ განცხადებებში მხილებული მოქალაქეების უფლებები და კანონიერი ინტერესები“, – აღნიშნა ბადაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის" სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics