19:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 14:56:18, 328 ნახვა

საზოგადოება
სტრასბურგის სასამართლო ქართველი იურისტის დამატებით პოზიციაზე კონკურსს აცხადებს

სტრასბურგის სასამართლო ქართველი იურისტის დამატებით პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოში განაცხადი 2015 წლის 23 მარტამდე (ცენტრალური ევროპის დროით, ღამის 12 საათამდე) უნდა წარადგინონ. აღნიშნულ ვაკანსიაზე მიმართვა უნდა მოხდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, ევროპის საბჭოს on-line სააპლიკაციო სისტემის გამოყენებით.

„პოზიციაზე განიხილებიან ის კანდიდატები, რომელთაც საქართველოში აქვთ მიღებული ისეთი უმაღლესი იურიდიული განათლება, რომელიც ან ამავე განათლების ან შემდგომ მის საფუძველზე გავლილი კვალიფიკაციის ან/და გამოცდის შედეგად, მათ შესაძლებლობას აძლევთ სამოსამართლო ან სხვა იურიდიული საქმიანობით დაკავდნენ. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების შემდეგ კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს საქართველოში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, სულ მცირე, ორწლიანი გამოცდილება (სასურველია სასამართლოს ადმინისტრირების სფეროში); ასევე, საქართველოს სამართლებრივი სისტემის სრულყოფილი ცოდნა და განსხვავებულ სამართლებრივ სისტემებში არსებულ საქმეებზე მუშაობის უნარები. განმცხადებელს მოეთხოვება კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის კარგი ცოდნა, ასევე ქართული ენისა და  ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) მაღალ დონეზე ცოდნა. ვაკანსიის დახურვის მომენტისთვის განმცხადებელი უნდა იყოს ევროპის საბჭოს 47 სახელმწიფოდან ერთ-ერთის მოქალაქე და უნდა იყოს 65 წლის ასაკს მიუღწეველი“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებს გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ დეტალები შეუძლიათ, იხილონ  შემდეგ მისამართზე: https://www.coe-recruitment.com/JobDetails.aspx?vacancyID=977&Lang=En




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ალტინფო აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics