16:59 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 17:51:37, 319 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო ნელა, ვიდრე გაიზრდება მთელი მსოფლიო

"საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო ნელა, ვიდრე გაიზრდება მთელი მსოფლიო",-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში განაცხადა.
"საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო ნელა, ვიდრე გაიზრდება მთელი მსოფლიო.მივჩანჩალებთ სადღაც ბოლოში და ამას უნდოდა მოხერხება მთავრობის მხრიდან, რომ ამისთვის მიეღწია 2 წელიწადში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  ეს არის საკმარისზე მეტი იმისათვის, რომ ხელისუფლებიდან   წავიდნენ",-განაცხადა  ზურაბ ჯაფარიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმაც:
"თქვენ რომ საერთოდ შუბლის ძარღვის პრობლემა გაწუხებდეთ, დარწმუნებული ვარ, 2012 წელთან შედარებით 358 მილიონით მეტ ხელფასებს და პენსიებს არ აიღებდით.მაშინ როდესაც საარსებო მინიმუმი ახლა არის 95 დოლარი და იყო 76",-აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით კი, სირცხვილია, როცა კანონიერების აღდგენაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების  საუბრობდნენ.
"საბოლოოდ ვერ ამოგვხადა ქართველ ხალხს სული,  თარგამაძე მყავს მხედველობაში. მართლა სირცხვილია ის კანონიერების აღდგენასთან და სხვა თემებთან მიმართებაში საუბრობდეს",-აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში სხდომას ვიცე-სპიკერის რანგში გუბაზ სანიკიძე პირველად უძღვებოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
კობახიძე - გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ტყუილები აღარ მოხვდეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics