12:46 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 18:44:56, 346 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსმა“ გაერო-ს წარმომადგენლობის წინ მორიგი აქცია გამართა

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა დღეს მორიგი აქცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ გამართეს. 
ალიანსის წევრებმა  სენატორ ჯონ მაკკეინის,  კონგრესმენ მაიკლ  ტერნერისა და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკის მიერ, სააკაშვილთან დაკავშირებით,  ინტერპოლისადმი გაგზავნილი  განცხადებები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.  "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური  მდივნის, ირმა ინაშვილის, განმარტებით, აქციების მიზანია, საქართველოს პარტნიორებს აუხსნან, რომ ქართველების უმთავრესი მოთხოვნა, დემოკრატიის პატივისცემა და დაცვაა.
ინაშვილის აზრით, სააკაშვილთან დაკავშირებით, ჯონ მაკკეინის,   მაიკლ  ტერნერისა და  ელმარ ბროკის განცხადებები, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და მართლმსაჯულების უპატივცემულობაა.
 "ესაა ე.წ. ლოკალური აქციების ციკლი. ჩვენ უკვე შევიკრიბეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ნატოს სამოკავშირეო ოფისთან, დღეს ვიყავით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან. აქციების მიზანია, ჩვენს პარტნიორებს მორიგჯერ ავუხსნათ, რომ ქართველი ხალხის უმთავრესი მოთხოვნა  ჩვენი დემოკრატიის პატივისცემა და დაცვაა. როცა სენატორი მაკკეინი, კონგრესმენი ტერნერი და სხვა ცნობილი პოლიტიკოსები ინტერპოლს მიმართავენ მოთხოვნით- არ გამოცხადდეს სააკაშვილზე ძებნა, ესაა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, ჩვენი მართლმსაჯულების უპატივცემულობა",-განაცხადა ირმა ინაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან
კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, მორაგბეები და მათი ქომაგები იმსახურებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კალაძე - საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics