12:32 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 21:57:58, 576 ნახვა

Lifestyle
ეს გააკეთეს - ბნელმა ვანდალებმა, ქაჯებმა - კოკა ყანდიაშვილი ფოტორეპორტიორის ცემას ეხმაურება

"მოძველბიჭო" ელემენტები საქმეს ურჩევდნენ დასისხლიანებულ ჟურნალისტს. ეს გააკეთეს - ბნელმა ვანდალებმა, ქაჯებმა!!! ქალაქის ცენტრში, პოლიტიკოსების და გარკვეული საზოგადოების თანდასწრებით, " - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის სასტიკი ცემის ფაქტს.

"დრო საზოგადიებისა და მედისს კონსოლიდაციისათვის! ირაკლი გედენიძეს (ინტერპრესნიუსის ფოტოკორესპონდენტს) პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაუმტვრიეს ფოტოკამერა და მერე კიდევ "მოძველბიჭო" ელემენტები საქმეს ურჩევდნენ დასისხლიანებულ ჟურნალისტს. ეს გააკეთეს - ბნელმა ვანდალებმა, ქაჯებმა!!! ქალაქის ცენტრში, პოლიტიკოსების და გარკვეული საზოგადოების თანდასწრებით!

მინდა ვიკითხო - პოლიციელი რომ სცემოს ასე - ამ ქაჯმა? ან ექიმი - ოპერაციის დროს? ან მასწავლებელი გაკვეთილზე? ან მცხობელი თონეში? - როგორი რეაგირება ექნება საზოგადოებას, სამართალდამცავებს, მედიას? - ალბათ ყველა გაიკვირვებს, გაბრაზდება, დასჯას მოითხოვს. აი ჟურნალისტის ცემა კი - "ნორმალურია ერთგვარად".
იმედია პოლიცია დროულად და ადეკვატურად იმოქმედებს. აქციის ორგანიზატორები - უშუალოდ ითავებენ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. სხვა შემთხვევაში, პირადად ჩემთვის თავკაცები გადებიან - ვანდალები და ირაკლი გედენიძის ცემის დამკვეთები.
საქართველოში, ისტორიას უნდა ჩაბარდეს დრო, ჟურნალისტებს რომ უპარტყუნებენ ვინმე "პროვოკაროტები"
მთელ მედიას ვთხოვ, არც ერთი წუთი არ მოადუნონ ყურადღება, სანამ დამნაშავე არ აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე - სხვა შემთხვევაში, ხვალ გცემენ თქვენ!
სირცხვილი უნდა გახდეს ჩვენს საზოგადოებაში - ჟურნალისტებზე (და ზოგადად ადამიანზე) ფიზიკური ანგარიშსწორება - როგორც ხერხი რამეს მიაღწიო, რამეს პატიმრობის გარდა.
პ.ს. ირაკლი გედენიძეს ვიცნობ თითქმის 20 წელია. ეს ადამიანი - წესიერი, კეთილშობილი და შრომის მოყვარე პროფესიონალია. არანაირი სიტყვები არ მყოფნის აღშფოთების გამოსახატათ. ველი ამ მახინჯობის ოპერატიულ გამორკვევას. -წერს ჟურნალისტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

დღეს  არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის "შემოულაწუნე" კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, პარტია "რეფორმატორების" ლიდერის, ირაკლი ღლონტის თქმით კი, ის მომხდარი ინციდენტის საქმის კურსშია, თუმცა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. იგი მიმართავს შსს-ს, გაარკვიოს, მომხდარი ხომ არ არის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებული ქმედება და დამნაშავე დაისაჯოს. "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
„გასაძლიერებელია ძალისხმევა ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად“ - კობახიძე უნგრეთში, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics