17:07 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 11:13:02, 533 ნახვა

სამხედრო
V ქვეითი ბრიგადის სასწავლო აუდიტორიაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სასწავლო აუდიტორიაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. ის სწავლების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და ქართულ ქვედანაყოფს წარმატება უსურვა.

ქართველი სამხედროები სწავლებას აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის - CUBIC-ის წარმომადგენლებთან ერთად ატარებენ. წვრთნების დაგეგმვასა და სწავლებაზე დაკვირვებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა ახორციელებს. საბრძოლო მომზადების გეგმის თანახმად, აღნიშნული სწავლება „დიდგორი 2015“-ის სწავლების მოსამზადებელ ფაზას წარმოადგენს.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი V ბრიგადის შტაბის და დაქვემდებარებული ბატალიონების შტაბების პირადი შემადგენლობის მონაწილეობით 23 თებერვალს დაიწყო და 13 მარტს დასრულდება. ამ ეტაპზე ოპერაციების რაიონებში გასვლა და ადგილმდებარეობაზე რეკოგნოსირების ჩატარება გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც საბრძოლო ფუნქციების სინქრონიაზაცია და საცეცხლე სისტემების ინტრეგრირება მოხდება.

ცნობისთვის, სწავლების შემდეგ ეტაპებზე V ბრიგადისა და ბატალიონების შტაბები პირველ ეტაპზე მიღებულ სამოქმედო გეგმას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სიმულაციური საშუალების გამოყენებით განახორციელებენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics