10:21 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 11:54:37, 338 ნახვა

საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტო პროფესიული გადამზადების მიზნობრივ პროგრამას იწყებს

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო პროფესიული გადამზადების მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს.

,,სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადება“ - ქვეპროგრამით ისარგებლებენ აჭარისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები; ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ან მათი მეურვეები. ბენეფიციარები სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადდებიან შემდეგ სპეციალობებში: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი. ქვეპროგრამით სულ 130 სამუშაოს მაძიებელი ისარგებლებს.

,,35 წლისა და ზევით ასაკის მოქალაქეების პროფესიული გადამზადება’’ - 35 წლისა და ზევით ასაკის აჭარაში მცხოვრები 100 ბენეფიციარი სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადდება შემდეგ სპეციალობებში: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, მასაჟისტი.

,,ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანთა პროფესიული გადამზადება’’ ქვეპროგრამით ისარგებლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ძალოვანი სტრუქტურის 20 ვეტერანი. სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადდებიან შემდეგ სპეციალობებში: რკინა - ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი (მეარმატურე, მეყალიბე, მებეტონე), შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №70/72 ან დაგვიკავშირდით ტელ: (+995 422) 24 78 83“, - ნათქვამია აჭარის დასაქმების სააგენტოს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფეისბუკებში დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო, კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ“ - „პუბლიკა“ აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
კალაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას - ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics