01:57 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 11:59:04, 555 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადასახადები არ გავზარდოთ

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე არ გავზარდოთ გადასახადები",-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს და არც კაპიტალური და  არც სოციალური ხარჯები არ შემცირდება.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არ გავზარდოთ გადასახადები. რაც შეეხება ხარჯებს, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს და არ შემცირდება არც კაპიტალური, არც სოციალური ხარჯები. ხოლო წარსადგენ გეგმას დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზეც განვიხილავთ. გვექნება ამაზე მსჯელობა. ყველა სამინისტრო წარმოადგენს თავის წინადადებას ფინანსთა სამინისტროში და ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას", -განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფინდის მისია საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარებიდან ორ გამოსავალს სთავაზობს- ან გაზარდოს გადასახადები,  ან შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები. 

„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო გარედან მომავალი დიდი ეკონომიკური შოკი. სერიოზული ეკონომიკური ვარდნა განიცადეს რუსეთმა, უკრაინამ და სომხეთმა. ეს ქვეყნები საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან. მნიშვნელოვნად გაუფასურდა მათი ეროვნული ვალუტაც. აქედან გამომდინარე, რთულია რჩევის მიცემა. ვინმეს დადანაშაულებას თავი ავარიდოთ და ვეძებოთ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები, რაც ადვილი არ იქნება. მაგრამ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენი რეცეპტი ასეთია, - გადასახადების გაზრდა და ხარჯების შემცირება, ბიუჯეტის დეფიციტი უკონტროლო არ უნდა გახდეს, უნდა შენარჩუნდეს მცურავი გაცვლითი კურსი და მოერგოს მიღებულ შოკს. რაც შეეხება კრედიტის აღებას, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ის შეიძლება დაეხმაროს ვითარებას ამ შოკის დროს, მაგრამ ის იქნება მოკლევადიანი. აუცილებელია ფუნდამენტურ პრობლემებზე მუშაობა", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფინდის მისიის ხელმძღვანელმა  მარკ გრიფიტსმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics