12:37 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 12:31:49, 680 ნახვა

ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ სარვამარტო საჩუქრების ბუმი დაიწყო

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია “ტექნო ბუმი“ გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით, მარტში ყველა აქციას და შეთავაზებას ქალბატონებს უძღვნის და სპეციალურად მათთვის სარვამარტო საჩუქრების დიდ ბუმს იწყებს.

კომპანიის ინფორმაციით, 5 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის: მაცივრების, სარეცხი და საშრობი მანქანების, გაზქურების, ჩასაშენებელი ღუმელის, ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და ასევე ტელევიზორების შეძენისას, თითოეულ ტექნიკაზე თითო მომგებიან ბილეთს მიიღებთ. ბარათს, რომელზეც საჩუქრის დასახელებაა მითითებული,  სპეციალური დოლურადან თავად ამოიღებთ და ტექნო ბუმის მაღაზიებიდან დასაჩუქრებული წახვალთ, რადგან ყველა ბილეთი მომგებიანია.

საჩუქრები კი ძალიან შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. მათ შორისაა: ტელევიზორები, მობილური ტელეფონები, პლანშეტური კომპიუტერები, სარეცხი მანქანები, გაზქურები, ბლენდერები, მაცივრები ჩოპერები, მტვერსასრუტები და სხვა დასახელების ტექნიკა, რაც „ტექნო ბუმის“ ქსელშია წარმოდგენილი.

კომპანიის ინფორმაციით, პარალელურად გრძელდება აქცია ელექტრო საკერავ მანქანებზე, რომელიც „ტექნო ბუმის“ ქსელში დედის დღესთან დაკავშირებით დაიწყო. აქციის ფარგლებში, ტექნო ბუმი გაძლევთ საშუალებას, დედას საჩუქარი გაუკეთოთ და საკერავი მანქანა ყოველგვარი წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე, თვეში მხოლოდ 8 ლარად შეიძინოთ.

გარდა ამისა, „ტექნო ბუმი“ მეხუთე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს.  2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ყველაზე მეტი შენაძენი ექნება ტექნო ბუმში, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

სარვამარტო საჩუქრების დიდი ბუმი „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში,  ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში 5 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
„გასაძლიერებელია ძალისხმევა ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად“ - კობახიძე უნგრეთში, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics