13:42 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 12:51:15, 375 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდათ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომლებმა აღნიშნული დახმარება შარშან,  10 ივნისს, მინი-ფეხბურთის ტურნირის („ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა") ფინალური მატჩის მოგების შედეგად მიღებული საპრიზო თანხის საშუალებით შეძლეს.

კერძოდ, ერთ ბენეფიციარს  ჩაუტარდა გამოკვლევა გოლდმანის ლინზით, რის შედეგადაც დაისვა ზუსტი დიაგნოზი -  ბადურის პერიფერიული დისტროფია.  ბენეფიციარს ჩაუტარდა შემოსაზღვითი ლაზერ კოაგულაცია.  რაც შეეხება კიდევ ორ ბენეფიციარს, ესენი არიან  არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრები, რომლებსაც სხეულზე არსებული ტატუს მოცილების პროცედურა ესაჭიროებოდათ. სამივე ბენეფიციარის სამედიცინო დახმარებაზე ჯამში 700 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ორი  წელია ყოფილ პატიმართა  რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია როგორც ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, ისე მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics