06:00 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 23:30:45, 579 ნახვა

სპეციალური ანონსი
20 ივლისის სპეციალური ანონსი

20 ივლისს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ბრიფინგი გაიმართება. 
თემა: არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა.

20 ივლისს, 11:00 საათზე, ”თბილისი მარიოტში” ევრობანკის (EBRD) და ლოიალ კაპიტალ ჯგუფის (LCG ) ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ევრობანკისა და ლოიალ კაპიტალ ჯგუფში შემავალი საწარმოს, რუსთავის აზოტს შორის უპრეცედენტო დაფინანსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

20 ივლისს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მეექვსე შეხვედრა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ავეჯის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
მის.: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8

20 ივლისს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი კოკა ფრუიძე ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. 
მის.: მერაბ ალექსიძის ქ. #8, გაუ (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
საკონტაქტო ტელ: 568 27 24 24

20 ივლისს, 11:00 საათზე, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ბროშურის “საქართველო ებრაელი მოგზაურებისათვის“ პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ებრაულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. პრეზენტაციას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება.
მის: ანტონ კათალიკოსის ქ. #3

20 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტეში, დიდი შირაქის ველს ეწვევიან და დიდნაურის ნაქალაქარს დაათვალიერებენ.

20 ივლისს, 11:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მიხეილ მაჭავარიანი პრესკონფერენციას გაიმართავს.

20 ივლისს, 13:00 საათზე, ბათუმში, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. 
საკონტაქტო ტელ: 577 20 90 00

20 ივლისს, 14:00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ბრიფინგს გამართავს. 

20 ივლისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 
მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 

20 ივლისს, 18:00 საათზე, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მის: კუფტინის N 5

20 ივლისს, 20:00 საათზე, ბოტანიკურ ბაღში, გარემოსდაცვითი ღონისძიება ”მინდა ვისუნთქო“ გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics