03:51 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 13:17:20, 350 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო: სასწრაფოს ბრიგადები არ არიან მოტივირებული, რომ ბევრი გამოძახება შეასრულონ

შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის სისტემური შესწავლა დასრულდა.

როგორც სეგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე "ექსპრესნიუსის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, მთელი რიგი მიმართულებით გარკვეული ხარვეზები იკვეთება.

მინისტრი თბილისის სასწრაფოს დაგვინებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ სასწრაფოს ბრიგადები არ არიან მოტივირებული, რომ ბევრი გამოძახება შეასრულონ.

ამასთან, დავით სერგეენკო დღეს 112-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ სამოქმედო გეგმას გააცნობს, რომლის გათვალისწინებითაც სერგეენკოს შეფასებით, უახლოეს პერიოდში საზოგადოება დადებით შედეგს იგრძნობს.

"ჩვენ დავასრულეთ სისტემური შესწავლა მთლიანად სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის. ყველა მიმართულებით იკვეთება გარკვეული ხარვეზები. რაც შეეხება თბილისის სასწრაფოს მუშაობას, მართლაც ბოლო ხანებში უარყოფითი დინამიკა სახეზეა დაგვიანებების. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც შევთავაზებთ შესაბამის უწყებას და ვფიქრობ, თუკი ეს გეგმა განხორციელდა, უახლოეს პერიოდში ვიგრძნობთ მკვეთრად დადებით შედეგებს.დაგვიანების მიზეზად ძირითადად გამოიკვეთა ის, რომ დაყოვნება გამოძახების ადგილას არის წარმოუდგენლად ხანგრძლივი. ძალიან ბევრი დრო იხარჯება 45 წუთიან 1 საათამდე მაშინ როდესაც მაგალითად,  ავტოსაგზაო შემთხვევისას,  პირველი პრიორიტეტის გამოძახებისას  გამოძახებისას ადგილზე მისვლიდან  10 წუთში პაციენტი მანქანაში უნდა იქნას და უნდა გადაყავდეს. სასწრაფოს ბრიგადები არ არიან მოტივირებული იმაზე, რომ ბევრი გამოძახება შეასრულონ.ჯამში ეს ქმნის სურათს, რომ არასაკმარისი ბრიგადებია. რაც არ უნდა ვამატოთ ბრიგადები, დადებითისკენ სურათს ვერ შევცვლით. აქ არის სისტემური გადაწყვეტილებები მისაღები და ჩვენ მზად გვაქვს ეს რეკომენდაციები",-განაცხადა დავით სერგეენკომ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics