17:06 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 14:14:44, 349 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: რეკომენდაციით გამოვდივართ, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, შევამციროთ მივლინებები და საწვავის, შენობების რემონტის ხარჯი

საქართველოს ფინანსთა მინსიტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობის განკარგულების პროექტის თანახმად, სამინისტროებმა, უწყებებმა  და საჯარო საამრთლის იურიდიულმა პირებმა   მიმდინარე ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროში არაუგვიანეს 16 მარტისა უნდა წარადგინონ.

"სავალუტო ფონდი გვირჩევს, რომ წლიური ინფლაცია ნაცვლად მიზნობრივი 5-სა იყოს 3%. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან, რათა ზუსტი პროგნოზი გვქონდეს.რაც შესაძლებელია იმისათვის, რათა გადავთვალოთ ბიუჯეტი. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ნებისმეირ შემთხვევაში შემცირება არ შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და არ შეეხება  სოციალურ ხარჯებს. გვაქვს წარმოდგენილი მთავრობის  განკარგულების პროექტი, რომელიც ავალებს სამინისტროებს, უწყებებს ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს,  რომლებიც მთავრობის და არა სამინისტროების კონტროლის ქვეშ არიან, რომ წარმოადგინონ ფინანსთა სამინისტროში არაუგვიანეს 16 მარტისა ინფორმაცია მიმდინარე ხარჯების ემცირების შესახებ",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ამასთან, ხადურის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო რეკომენდაციით გამოდის, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი მინიმუმამდე დაიყვანონ, არ შეიძინონ  რბილი ავეჯი, შეზღუდონ  სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, მინიმუმადე დაიყვანონ მივლინებები და სასწავლო შვებულებები  მხოლოდ გადაუდებელი   აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ანალოგიური სურთ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც სთხოვონ,  რომლებიც მთავრობის კონტროლ ქვეშ არ არიან.

"ჩვენ რეკომენდაციით შემოვდივართ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე დავიყვანოთ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი,  არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შევზღუდოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა გარდა სპეციალურად დანიშნული სატრანსპორტო საშუალებებისა.ადაახლოებით 30%-ით შევამციროთ საწვავის ხარჯი.ეს არ შეეხება ოპერატიულ მანქანებს. ამავე დროს გთავაზობთ, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები.20%-ით შემცირდეს ე.წ. წარმომადგენლობითი  ხარჯი და ამავე დროს სასწავლო შვებულებები გამოვიყენოთ მხოლოდ  გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში და სასურველია თუ მიმწვევი მხარის მიერ იქნება თუნდაც 80% ანაზღაურებული.ანალოგიური გვინდა  ვთხოვოთ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომლებიც არ არის  მთავრობის კონტროლ ქვეშ. ეს არის საქართველოს აპრლამენტი,  სასამართლო, ასევე მუნიციპალიტეტებს, მათ  შორის დედაქალაქის მერიას და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს,  რომ ანალოგიური შეზღუდვები გამოიყენონ მათაც.მაქსიმუმ 23 მარტამდე იქნას წარმოდგენილი საბოლოო ინფორმაცია, რათა პირველი კვარტლის დასრულებისთანავე როცა გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია,  როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვის თვალსაზრისით,  დავიწყოთ რეალური მუშაობა მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადახედვის მიმართულებით",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics