11:50 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 21:15:51, 580 ნახვა

სამხედრო
ხიდაშელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს

აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაციამ პენტაგონიდან სახელმწიფო დეპარტამენტში გადაინაცვლა.

მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რეგიონალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს.  საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ სტატუსს. სახელმწიფო დეპარტამენტში განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაცია.

თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სთან გაფორმებული ახალი მემორანდუმის განხორციელების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულიად განსხვავებული ციკლი, რომელსაც ამერიკელებთან ვიწყებთ, რაც შეიძლება სწრაფად, დეტალურად გაიწეროს, რათა 2017 წლის დასაწყისიდან მისი განხორციელება შესაძლებელი გახდეს. დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ უფრო ფართო თემებზე ვისაუბრეთ. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებები. სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი, მისი მანდატი გაცილებით უფრო ფართოა. საუბარია ტერორიზმის, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ სტატუსზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ვარშავის სამიტის მონაპოვარით და ქართულ-ამერიკული თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი მემორანდუმით შეიარაღებულები ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დისკუსიების შემდეგ მოვახერხებთ, შემოდგომაზე უკვე გეგმები საბოლოოდ გაიწეროს და 1 იანვრიდან ახალი პროექტების განხორციელება დავიწყოთ“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics