23:40 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 22:12:10, 544 ნახვა

სპეციალური ანონსი
21 ივლისის სპეციალური ანონსი

21 ივლისს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 

21 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლევის „დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“ (საქართველოში არსებული კანონმდებლობა, პრაქტიკა და საერთაშორისო მიდგომები) პრეზენტაციას გამართავს 
მის: კახიძის ქ. #15 

21 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება. 
მის: თავისუფლების N2

21 ივლისს, 11:30 საათზე, სასტუმრო “თბილისი რუმსში” აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი “მმართველობა განვითარებისათვის “ (USAID G4G) და შემოსავლების სამსახური კვლევის პრეზენტაციას გამართავენ. 
თემა: “ბიზნესის დამოკიდებულება საგადასახადო სისტემისადმი საქართველოში“. 
მის: მერაბ კოსტავას ქ. #14

21 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართება XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია. 
მის: მაჩაბლის ქ. #11.

21 ივლისს, 13:00 საათზე, ,,ანგარიში თბილისს’’ პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მორიგ პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც კომპანიის მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და ახალი ჰიდროელექტროსადგურის - „საგურამოჰესის“ მშენებლობას მიეძღვნება. 
მის.: სასტუმრო ”რედისონი”, ვარდების რევოლუციის მოედანი N1

21 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის მერიაში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი წარუძღვებიან. 
თბილისის მერია, მე-20 სართული
საკონტაქტო პირი ნუცა აბაშიძე - 599 72 10 10 

21 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი წარადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მარტვილი- აბაშას, ქალაქ ზუგდიდის, კასპის, მცხეთა- თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქებში. მისამართი: თბილისი. ძმები კაკაბაძეების 2 ა, კინოს სახლი, მეორე სართულის დარბაზი.

21 ივლისს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები - ”სამართლიანი არჩევნები”, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და ”სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (სიდა) სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გამართავენ ღონისძიებას - "2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - გამოწვევები, რეკომენდაციები და პასუხისმგებელი პირები".
საკონტაქტო პირი თუთა ჩხეიძე - 514 00 84 48

21 ივლისს, 14:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე ლაიდენის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

21 ივლისს, 16:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ქუთაისში, დევნილთა საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმს დაესწრება.
მის.: ქუთაისი, წერეთლის ქ. მე–2 ჩიხი, №2ა

21 ივლისს, 18:30 საათზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) პანელური დისკუსია გაიმართება, რომელსაც გიორგი თარგამაძე უხელმძღვანელებს, ხოლო სპიკერები იქნებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ხათუნა მშვიდობაძე (GFSIS).
თემა: „რუსეთის საინფორმაციო და კიბერომის საფრთხეები“.
საკონტაქტო პირი მერი ბინიაშვილი - 599 17 00 13




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics