09:45 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 14:50:22, 351 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: არჩეულ მერებს და გამგებლებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელშეუხებლები არიან

„არჩეულ მერებს და გამგებლებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელშეუხებლები არიან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრების, გამგებლების და მერების არაეფექტური მუშაობის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„ზოგადად, რაც მე მესმის ეს არის, რომ გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცხადა, რომ ისინი ხელშეუხებლები არიან. მინდა მათ ვუთხრა, რომ ისინი ცდებიან. მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, პირველ რიგში კი იმ ხალხის მიმართ ვინც ეს გამგებლები და მერები აირჩია. ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და თავის მოვალეობას ვერ ასრულებენ. მინდა ყველამ გაითვალისწინოს ეს - მინისტრებმა, მერებმა, გამგებლებდა, რომ არ ვაპირებთ, ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა იყოს დარჩენილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics