15:26 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 14:51:09, 597 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა სამშენებლო კომპანიებისთვის დღგ-სგან გათავისუფლების პირობები დაასახელა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აგვისტოს ომამდე დაწყებული სამშენებლო ობიექტებისთვის შეღავათების გაკეთებას ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს.ხადურის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების  სამსახურს უფლება მიეცეს, საგადასახადო შეთანხმება გაავრცელოს არა მხოლოდ მთლიან თანხაზე,  არამედ მის ნაწილზე. საქმე ეხება დამატებული ღირებულების გადასახადს.

კერძოდ, ხადურის ინფორმაციით,  დამატებული ღირებულების გადასახადში საგადასახადო შეთანხმება, ანუ რეალურად პატიება ამ გადასახადის,  განხორიელდეს პირობით, რომ თუ მშენებლობას დაიწყებენ, 2018 წლამდე დაასრულებენ.

"მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი. თქვენ გაავრეცელთ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრო, ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, რომ ჩვენ ვაპირებდით შეღავათი გაგვეკეთებინა იმ სამშენებლო ობიექტებისათვის, რომელთა  მშენებლობა ომამდე იყო დაწყებული. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ,  მათ შორის როგორც კოლეგებთან ეკონომიკის სამინისტროდან, თბილისის მერიასთან, ასევე მენაშენეთა ასოციაციასთან. უკვე კანონპროექტი წარმოვადგინეთ, რომელიც უნდა გადავგზავნოთ საქართველოს პარლამენტში.კარგი იქნება,  თუ ვთხოვთ პარლამენტს, რომ დაჩქარებული წესით განიხილოს ეს საკითხი. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების  სამსახურს უფლება მიეცეს, საგადასახადო შეთანხმება გაავრცელოს არა მხოლოდ მთლიან თანხაზე,  არამედ მის ნაწილზე.  საუბარია ერთ კონკრეტულ გადასახადზე. ეს არის დამატებული ღირებულების გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადში საგადასახადო შეთანხმება  ანუ რეალურად პატიება,  ამ გადასახადის განხორციელდეს პირობით, რომ თუ ისინი  დაიწყებენ მშენებლობას და 3 წლის განმავლობაში 2018 წლამდე დაასრულებენ  მშენებლობას,  ამ პირობით ჩვენ ვთავაზობთ დღგ-საგან გათავისუფლებას",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics