11:34 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 15:11:56, 369 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ნუკრიანში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა. 

ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კახეთის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ.

იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს ინიციატივით მიმართა რომ აღნიშნულ ბიბილიოთეკას მხატვარ დავით კრაწაშვილის სახელი მიენიჭოს. 

როგორც ცნობილია, დავით კრაწაშვილი წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანიდან იყო.

დავით კრაწაშვილი დაიბადა თბილისში - 1963 წლის 9 ივლისს; ფენომენალური ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა  ხატავდა, წერდა ლექსებს და მღეროდა. იგი ძალიან ახალგაზრდა - 1980 წლის - 13 ივლისს, 17 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დავით კრაწაშვილმა დატოვა 1000-მდე ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები, რადგან არასოდეს გადაჰქონდა ისინი სანოტო რვეულში.

სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში დაინერგება სრულიად ახლებური, თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი. სერვისების განვითარების სააგენტოსთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, ბიბლიოთეკების ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს ექნება შესაძლებლობა ბიბლიოთეკის ფუნქციებთან ერთად, გასცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისი. ხელმისაწვდომი გახადოს მობილური ოპერატორის და ბანკის სერვისებიც. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს უფასო ინტერნეტით. ანალოგიური ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა, 27 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა. 

პროექტი, სახელწოდებით „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როთი კობახიძეს - გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!
სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო
შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics