23:27 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 16:18:10, 451 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსმა“ გაერო-ს წარმომადგენლობის წინ მორიგი აქცია გამართა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს მორიგი აქცია საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის წინ, მრგვალ ბაღში გამართა.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი  ტიპის შეკრებების მიზანია საერთაშორისო პარტიორებისათვის ქართველი ხალხის მთავარი სათქმელის მიწოდება, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ქვეყანაში პოლიტიკურ ტერორსა და რესპრესიებს ჰქონდა ადგილი.

„ქართველი ხალხი შეურაცხყოფილია სენატორ მაკკეინის, კონგრესმენ ტერნერის და ევროდეპუტატ ბროკის მიმართვებით, რომლებმაც ინტერპოლს სთხოვეს - არ გამოცხადდეს ძებნა მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ ვიყავით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც ევალება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინფორმირება და რატომღაც, არ თუ ვერ აკეთებს ამას. ჩვენ ვიყავით ნატო-ს სამოკავშირეო ოფისთან, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და დღეს მივედით საქართველოში გაეროს ოფისის წინ, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი. მაკკეინისა და ტერნერის მსგავსი მიმართვები იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია, ეს ხომ ტყუილია? სააკაშვილს 4 ბრალი აქვს წაყენებული და, დარწმუნებული ვარ, სხვა საქმეებზეც დაუმძიმდება ბრალი. სააკაშვილზე ძებნაც უნდა გამოცხადდეს და სასამართლოს წინაშეც უნდა წასდგეს. დემოკრატია არ ნიშნავს დამნაშავეების ღია მფარველობას. ქართველი ხალხი იცავს დემოკრატიას მის ქვეყანაში და ეს აბსოლუტურად სწორად ესმით ნატოშიც, გაეროშიც და ევროკავშირშიც“,- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშილმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ე.წ. ლოკალური აქციების ციკლი დასრულდა. პარტიის ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში შეხვედრებს ბრიუსელში გამართავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics