05:42 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 23:17:43, 493 ნახვა

სპეციალური ანონსი
22 ივლისის სპეციალური ანონსი

22 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონში,“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია: ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა
საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599512215

22 ივლისს, 10:15 საათზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ, მსოფლიო ბანკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. 
მის: წერეთლის 118, ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონი 
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558240770

22 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ”2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის” პრეზენტაცია გაიმართება.

22 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, წარადგენს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის პირველ შედეგებს. 
საკონტაქტო პირი სოფო ჭიჭინაძე - 599 196907

22 ივლისს, 10:30 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშებს, რომელიც ასახავს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 
მის: ჭოველიძის ქ. #10

22 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად მეტეხის ხიდის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
მის.: მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, მტკვრის მარჯვენა სანაპირო
საკონტაქტო პირი ნინი მთვარაძე - 598 14 11 51 

22 ივლისს,11:00 საათზე, ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” სათავო ოფისში, მინისტრების შემცირების საკითხთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძის ბრიფინგი გაიმართება.
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555 56 19 90

22 ივლისს, 12:00 საათზე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნილი კიდევ ერთი ფაბ-ლაბი (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია) გაიხსნება. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. 
მის: ყიფშიძის ქ. #34

22 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ (GEA) და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ორგანიზებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ფინანსთა მინიტრ ნოდარ ხადურს შეხვდებიან.
მის: ა. ბელიაშვილის ქ. #8 (ტელეკომპანია ”მაესტროს” გვერდით), მე-3 სართული
საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544 415

22 ივლისს, 13:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. 
მის: თავისუფლების N2

22 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების N2

22 ივლისს, 15:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლების" შესახებ პრეზენტაციას გამართავს. 
მის.: ვარდების მოედანი №1; სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, წვეულებათა დარბაზი.
საკონტაქტო პირი ლალი ლაშხი - 577 71 00 79

22 ივლისს, 16:00 საათზე, გაიმართება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრა აჭარის რეგიონის წარმომადგენლებთან. 
მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #62–64; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 
საკონტაქტო პირი რუსუდან შამუგია - 577 47 99 99

22 ივლისს, 16:00 საათზე „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საკითხებზე სამუშაო ჯგუფი რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება. 
მის: მარჯანიშვილის ქ. #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი

22 ივლისს, 17:00 საათზე, დიპლომატიის კავკასიური აკადემია „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ დისკუსიას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნოდარ ხარშილაძე, პაატა გაფრინდაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი. 
თემა: თურქეთში სამხედრო გადატრიალების ჩაშლილი ცდა: შედეგები საქართველოს და კავკასიის რეგიონისთვის". 
მის: ლადო ასათიანის ქ. #62 

22 ივლისს, 17:00 საათზე, “ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

22 ივლისს, 18.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება. 
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის ეზო




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics