13:50 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 13:21:05, 543 ნახვა

რეგიონი
რეგიონში მოქმედი გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტ „რეკომდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ფარგლებში გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება დაიწყო. დღეს, დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო  ცენტრში რეგიონში მოქმედ გიდებს პროექტის პრეზენტაცია ჩაუტარდათ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დეპარტამენტში მათ პროექტის დანიშნულება, მიზანი, მასში ჩართვის მექანიზმები და უპირატესობები გააცნეს.

პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიზანია ხელი შეუწყოს გიდის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას რეგიონში.

პროექტში ჩართული გიდებისთვის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მინიჭებული ხარისხის ნიშანი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა მათი მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და კონკურენციის გაზრდისთვის. პირველ ეტაპზე იგეგემება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის გიდისათვის შესაბამისი ხარისხის მინიჭება.

პროექტში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე www.recommend.ge. მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმება ტესტირებისა და პრაქტიკული ტურების ჩატარების შედეგად მოხდება. შედეგებს სპეციალური ტექნიკური კომიტეტი შეაფასებს, რის შემდეგაც მოხდება გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება.

„პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ დღეიდან ახალი კომპონენტი ემატება. თუკი აქამდე პროექტის ფარგლებში ხარისხის ნიშანს მხოლოდ კვებისა და განთავსების ობიექტებს ვანიჭებდით ახლა ამას ემატება გიდებიც. პროექტი არის ნებაყოფლობითი და მასში ჩართვა აჭარაში დასაქმებულ ნებისმიერ გიდს შეუძლია. ჩვენი პროექტი ერთის მხრივ ხელს შეუწყობს გიდების მხარდაჭერას და მათ პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი ეს გაზრდის კონკურენციას თავად მოქმედ გიდებს შორის,“ განაცადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2016 წელს დაიწყო. პროექტი პირველ ეტაპზე ხარისხის ნიშნის მინიჭებას სასტუმროებისა და რესტორნებისთვის ითვალისწინებდა და 1 ივნისს რეგიონს 18 დეპარტამენტის მიერ „რეკომენდებული“ ტურისტული ობიექტი შეემატა. 1 აგვისტოდან ხარისხის ნიშნის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტების რიცხვი რეგიონში გაიზრდება, რადგან  ამ ეტაპზე 45 ტურისტული ობიექტი ცდილობს ხარისხის ნიშნის მიღებას. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების არსებობის გარანტიას გულისხმობს.

დღეიდან, კი პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ახალი კომპონენტი დაემატა, რაც უკვე  ხარისხის ნიშნის მინიჭებას გიდებისთვის ითვალისწინებს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა
შსს - იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ
ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics