08:18 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 17:37:55, 1156 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა (GEA) და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ორგანიზებულ შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები. განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ადგილობრივი წარმოების პრობლემატიკა, საბაჟო და საგადასახადო სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები.

ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის, "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ახალი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ დადებითია. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს აქტიური დიალოგი ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეეწყოს მათ განვითარებას და ერთობლივად მოხდეს იმ პრობლემური საკითხების მოგვარება, რომლებიც კერძო სექტორისთვის მნიშნელოვანია.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დიალოგი გაიმართა - გულახდილი საუბარი იყო ორივე მხრიდან იმ პრობლემებზე, რომლებიც ბიზნესს აქვს. ვისაუბრეთ პრობლემების წარმოშობაზეც და მათი გადაწყვეტის გზებზეც. ჩვენ დავპირდით ბიზნესმენებს, რომ ჩავუღრმავდებოდით მათ კითხვებს. გარკვეულ საკითხებზე დღესვე მივიღეთ გადაწყვეტილება. არის საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო ჩარევას საჭიროებს. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესგარემოს ფორმირებას და ჩვენ ამ კომუნიკაციას ბიზნესთან მომავალშიც გავაგრძელებთ", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეკითხვებს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics