23:59 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 11:09:52, 1479 ნახვა

მსოფლიო
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან შესაძლო კავშირის გამო, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.

როგორც CNN Turk-ი წერს, პრეზიდენტის გვარდია, რომელიც 2 500 სამხედროსგან შედგება, ანკარაში პრეზიდენტის სასახლეშია დისლოცირებული.

მედიის ცნობით, გვარდიის 300 წევრის დაკავების ორდერი გაცემულია. ამ დროისთვის დააკავეს ის ნაწილი, რომელიც ქალაქში იმყოფებოდა.

თურქეთის ვიცე-პრემიერის ნურეთინ ჯანიქლიმის განცხადებით, თითქმის 60 ათასი ადამიანის დაკავება და სამსახურიდან გატავისუფლება "მხოლოდ აისბერგის წვერვალია".

მისივე თქმით, ამბოხთან დაკავშირებული ადამიანების დაკავება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა.

თურქეთის მთავრობა სიკვდილით დასჯის კანონის მიღებას ისევ განიხილავს, რასაც ნატო-სა და ევროკაშირის ქვეყნების ლიდერები გმობენ და ნეგატიურად აფასებენ.

21 ივლისს თურქეთმა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics