16:36 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 11:39:20, 709 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები თითქოს, პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით არაფერი ხდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება პროკურატურის მხრიდან ამჯერადაც იგნორირებული არ იქნება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

,,აბსოლუტურად ნაჩქარევი და გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები, თითქოს არაფერი ხდება პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა მსგავსი ტიპის განცხადება და სამწუხაროდ, ამას პროკურატურის მხრიდან, როგორც ჩანს, არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. იმედია, რომ ახლა, ამ შემთხვევაში მსგავსი არ განმეორდება და მსგავსი გულგრილობით არ მოხდება, ამ ფაქტის კვლავ გვერდზე გადადება. რაც შეეხება პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის შეხვედრას, დრო ზუსტდება და ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება. როდესაც პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდებიან, ვფიქრობ, რომ მაშინ იქნება უფრო მეტი დეტალი ცნობილი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა და გიორგი პაპუაშვილს მიმართა, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ტყუილები აღარ მოხვდეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics