23:05 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 12:23:01, 677 ნახვა

საზოგადოება
ბესიკ ალადაშვილი: ტერორიზმმა საკმაოდ მასშტაბური სახე შეიძინა - საქართველოს მოსახლეობაც ფრთხილად უნდა იყოს

ექსპერტის უშიშროების საკითხებში ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ტერორიზმმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი არ შეიძინოს, მიგრანტების და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის სოციალური ადაპტაცია უნდა მოხდეს.

როგორც „ექსპრენიუსს“ ალადაშვილმა განუცხადა, ტერორისტები ადამიანურ რესურსებს ძირითად აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებიდან ღებულობენ.

„ტერორიზმი არის ის პრობლემა, რომელზეც მრავალი ქვეყნის სპეცსამსახური წლების განმავლობაში მუშაობს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ძალაინ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი - სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული  საკითხებია მოსაგვარებელი. ტერორიზმი, ბოლო ათლწელულის განმავლობაში, ფორმირდება არა როგორც ერთეული მოვლენა, არამედ მასტშატაბური ხასიათისაა ის და მასში ათიათასობით ადამიანი ჩაბმული. უნდა მოხდეს მიგრანტების სოციალური ადაპტირება. გლობალიზაციამ ბევრ პლიუსთან ერთად, მოიტანა გარკვეული გამოწვევებიც. ერთ-ერთია ცცხოვრების დონის ეკონომიკური განსხვავება. აზიის აფრიკისა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში მოსახლეობას საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში უწევს ცხოვრება. ეს სწორედ ის ადამიანური რესურსების ბაზაა, საიდანაც შემდგომ ტერორისტები საკუთარ რიგებს აფართოებენ“, - განაცხადა ალადაშვილმა.

ექსპერტი საქართველოს თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მსგავსი რეციდის გამეორება საქართველოს რამდენიმე რეგიონშიც შესაძლებელია.

 „ რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ გვაქვს რამდენიმე აქტუალური რეგიონი - პანკისი, აჭარა, გურიის რამდენიმე სოფელი, ქვემო ქართლი, სადაც შესაძლებელია, რომ ეს რეციდივები მოხდეს. ამიტომ, ამ რეგიონებს განსაკუთრებული ყურდღება ესაჭიროება - იქ სპეცსამსახურების მუშაობა უნდა გააქტიურდეს. მოსახლეობა უნდა ვიყოთ ფრთხილად“, - აცხადებს ალადაშვილი. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics