01:48 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 13:02:35, 1534 ნახვა

მსოფლიო
ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ორი მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციის შენობაში კიდევ 2 მძევალია დარჩენილი, კერძოდ კი, სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.

მედიის ცნობით, შეიარაღებული ჯგუფი მზად არის, აღნიშნული პირებიც გაათავისუფლოს იმის სანაცვლოდ, რომ პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ 24-საათიანი პრესცენტრი გაიხსნება.

მოლაპარაკებებს თავდამსხმელებთან მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ვიტალი ბალასანიანი აწარმოებს.

ბალასანიანის თქმით, 2 მძევალი დღეს ყველანაირი პირობის გარეშე გაათავისუფლეს. 

„დღეს ორი პოლიციელი ყველანაირი პირობის გარეშე გაათავისუფლეს. მიღწეულია შეთანხმება, რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელსაც პოლიცია და ეროვნული უშიშროების სამსახური დაიცავს, 24-საათიანი პრესცენტრი გაიხსნება. ამის შემდეგ ისინი გაათავისუფლებენ გენერალსა და პოლკოვნიკს. ეს არ არის გაცვლა, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ყველამ ერთობლივად, ჩემი შუამავლობით გადავდგით“, - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელებმა ერევანში, ერეუბნის რაიონში მდებარე პოლიციის შენობა რამდენიმე დღის წინ შტურმით აიღეს და იმ მყოფები მძევლად აიყვანეს.

თავდამსხელები ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

18 ივლისიდან, პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. სამარტალდამცველებმა დემონსტრანტები რამდენიმეჯერ დაარბია და ათობით აქტივისტი დააკავა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics