02:09 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 13:09:32, 1600 ნახვა

მსოფლიო
მიუნხენში, სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

მიუნხენში, სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია,- ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel იუწყება.

მედია საშუალებსი იფნორმაციით, თავდამსხმელს დავიდ ს. ჰქვია, თუმცა გამოცემა წყაროს და დამატებით დეტალებს არ ასახელებს.

Bild-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ბინა გაჩხრიკეს. მამაკაცი გერმანიაში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ბინის ჩხრეკა მას შემდეგ მოხერხდა, რაც თავდამსხმელი რამდენიმე ადამიანმა იცნო და მისი იდენტიფიკაცია მოხდა.

როგორც მედია საშუალება წერს, ეჭვმიტანილის მამა პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

გარდა ამისა, თავდამსხმელის კლასელის თქმით, ის ძალიან მშვიდი ადამიანი იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics