10:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 13:46:02, 550 ნახვა

რეგიონი
შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი  ირაკლი შიოლაშვილი  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, წელს თავთავიანი კულტურების  რეკორდულად მაღალი მოსავალია. გაზრდილია როგორც ნათესი ფართობები, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობა.  შირაქის ველზე ხორბალი და  ქერი 32 000 ჰა ფართობზე  დაითესა. საშუალო მოსავლიანობამ  დახლოებით 4 ტონა შეადგინა.

,,მიმდინარე წელს, მხოლოდ კახეთის რეგიონში 300 000 ტონაზე მეტ  ხორბლისა  და  ქერის მოსავალს ელოდებიან, რაც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.  ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში 200 000 ტონამდე მოსავალი უკვე აღებულია. მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით მობილიზებულია 72 ერთეული ტექნიკა, აქედან  შპს ,,მექანიზატორის’’ 52 ერთეული და აზერბაიჯანიდან შემოყვანილი 20 ერთეული კომბაინი.   სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში არსებული  ტექნიკაც”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კახეთის მხარის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი  როგორც ნათესი ფართობების, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობის ზრდას. 

,,ბოლო  ათწლეულების შემდეგ  რეგიონში უპრეცედენტოდ  მოსავალი  დაფიქსირდა. მოსავლის  შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი ტექნიკა  აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენ ფერმერებს მოსავალი  უდანაკარგოდ აიღონ და დააბინავონ“, -  აღნიშნა კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა.

ადგილობრივი ფერმერები აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი საკმაოდ დიდია. უამინდობის გამო გარკვეულწილად შეფერხდა მოსავლის აღების  სამუშაოების დაწყება, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინსიტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების  დახმარებით, დროულად მოხდა საჭირო ტექნიკის მობილიზება.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.  კახეთის რეგიონში  სამუშაოებში ჩართულია - 72 ერთეული ტექნიკა (შპს ,,მექანიზატორი“ - 52, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 20), ქვემო ქართლის რეგიონში - 19 ერთეული კომბაინი (შპს ,,მექანიზატორი“ – 9, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 10), შიდა ქართლის რეგიონში - 20 ერთეული, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 5 ერთეული, სამცხე-ჯავახეთში - 1 ერთეული შპს ,,მექანიზატორის” კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics