19:58 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 13:58:10, 733 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: დიდი უგუნურობაა იმის თქმა, რომ მტერთან ჩასვლა და დიალოგი არ შეიძლება

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენის შესახებ, ბევრი სხვა განცხადების მსგავსად, არაფრისმომცემია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ხუხაშვილმა განუცხადა, აუცილებელია რუსეთთან დიალოგის დაწყება და ვინც თვლის, რომ მტერთან დიალოგი არ უნდა გქონდეს, ის უგუნურია.

„ის, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების ლიდერები რუსეთში დადიან, ამაში პრობლემა არ არის. პირიქით, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებებს არ ვწარმოებდით, ეს იყო უგუნურობა. ჩვენ სამხედრო ძალით ვერ მოვაგვარებთ პრობლემებს და ერთადერთი გზაა დაგვრჩენია, ეს არის მოლაპარაკებები. ის, რომ მხოლოდ მეგობრებს უნდა დაელაპარაკო და მტერთან მოლაპარაკებები არ შეიძლება - ეს შეცდომაა. ადრე პარტიები შეიძლება რუსეთში ხედავდნენ გამოსავალს, მაგრამ იქ სათაკილო იყო ჩასვლა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ეს ძლაიან კარგია. მე არ მგონია, რომ რომელი პარტია საქართველოს ნაციონალური ინტერესების გამტარებელი არ არის და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. არსებობს მოსაზრებაც, რომ პარტიები რუსეთში მხოლოდ  დაფინანსებითვის ჩადიან - ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. ფული არ უნდა წყვეტდეს არჩევნების შედეგს.  რაც შეეხება ლავროვის განცხადებას და ზოგადად, მსგავს განცხადებებს - ეს არის მშრალი ნათქვამი და ამით არაფერი არ იცვლება“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტმა საქართველოსთვის არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში შეცდომის დაშვება ჩვენს ქვეყანას ძვირად დაუჯდება.

„ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პაუზა და სიტუაციაში უნდა გაერკვეს. სწორად უნდა შეფასდეს სიტუაცი, რადგან ამ დროს შეცდომის დაშვება ძალიან ცუდ შედეგს მოგვიტანს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics