22:37 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 16:09:12, 697 ნახვა

საზოგადოება
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დაიწყო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად,  მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის  პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს.  პროექტი ითვალისწინებს მდინარის კალაპოტის ფორმირებას „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ვაკის სასაფლაომდე არსებულ ზოლში,  ვერეს ხეობის იმ მონაკვეთში,  სადაც მდინარე არ არის მოქცეული გვირაბში და წყალმოვარდნის შემთხვევაში შეიძლება ზიანი მიადგეს კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიას. 

დავით ნარმანიას თქმით,  მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი მნიშვნელოვანია  ვერეს ხეობაში  უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. 

„პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ მდინარის კალაპოტის ფორმირება, რაც  გულისხმობს დამცავი კედლის აშენებას. ამასთან,  იმისთვის,  რომ „მზიურმა“ არ დაკარგოს თავისი უმთავრესი რეკრეაციული ფუნქცია, პარკი შემოდგომაზე გამწვანდება და კეთილმოეწყობა. შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, დაიწყება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს მდინარე  ვერეს ხეობის ზედა ნაწილის ფორმირებას, ნატანდამჭერი  ცხაურების მოწყობას, რომლის შედეგადაც მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხოების კომპონენტი მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია  „მზიურის“ მიმდებარედ მდინარის კალაპოტის მცირეოდენი გაგანიერება, მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ გრუნტის დამბისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება. ასევე,  მდინარის წყლის შემშვები და გამომშვები 500 მმ-იანი მილების მოწყობა.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ერკერი“ აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის 19 ივლისს დაიწყო და 19 ნოემბერს დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად  დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გაუშვა და გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო - ვიდეო
მიშელი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს
„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი აღკვეთილი იქნება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ - შსს განცხადებას ავრცელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics