22:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 16:29:27, 1867 ნახვა

მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, მიუნხენში მომხდარ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

სამართალდამცველების ცნობით, მიუნხენში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 10-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ABC იუწყება.

როგორც მიუნხენის პოლიციის უფროსმა, ჰუბერტუს ანდრემ განაცხადა, დაღუპულთა შორის 3 კოსოვოდან არის, 3 თურქეთიდან და 1 საბერძნეთიდან. დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ანდრეს თქმით, გარდაცვლილთა შორის ორი 15 წლის მოზარდია, კიდევ სამი არის 14 წლის, ერთი გარდაცვლილი 17 წლისაა, ორი 19 და 20 წლის, კიდევ ერთი 45 წლის მამაკაცია. მე-10 გარდაცვლილი თავად თავდამსხმელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics