06:16 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 18:41:13, 743 ნახვა

საზოგადოება
შალვა ოგბაიძე: ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავარიის რისკის შემცველი ადგილებია

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ოგბაიძის განცხადებით, მან პირადად დაათვალიერა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზა და იქ ავტოსაგზზაო შემთხვევის რისკისშემცველი ადგილები ნამვილად არის.

როგორც ოგბაიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ის აპირებს, რომ რისკის შემცველი ადგილების იდენტიფიცირება მოახდინოს და ამ პრობლემის აღმოფხვრაზე იზრუნოს.

„ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი პირადად დავათვალიერე და აქ არის რისკის შემცველი ადგილები. მე ამ წუთში საუბარი მქონდა საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და პირადად ვაპირებ, რომ ჩავერთო როგორც არაასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამ რისკის შემცველი ადგილების იდენტიფიცირების პროცესში“, - აცხადებს ოგბაიძე.

ამ თემასთან დაკავშირებით, „ექსპრესნიუსი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძესაც ესაუბრა. სეთურიძის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე რაიმე არასწორად არის გაკეთებული, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბატონი შალვას მიერ დასახელებულ მონაკვეთს აუცილებლად შევისწავლით, მაგრამ მაგ მონაკვეთზე და არა მარტო მანდ,  ავარიების მიზეზი არის გადაჭარბებული სიჩქარე და არა არასწორად დაპროექტებული გზა. იმის დევნა გზა სწორად დაპროექტდა თუ არა, მგონი, ზედმეტია.მთავარია, მოძრაობის მონაწილეებმა დაიცვან ის შემზღუდავი პირობა და გამაფრთხილებელი ნიშნები, რაც ავტომაგისტრალეა. ასევე შეზღუდვაა 90კმ/სთ და ხშირად ამას უგულვებელყოფენ. გზა ევროპული სტანდარტებითაა დაპროექტებული. იმაზე საუბარი, რომ რაიმე არასწორად არის ამ გზაზე გაკეთებული სიმართლეს არ შეესაბამება. ავტომაგისტრალზე ორ მონაკვეთზე არის კვანძები ნიკეასა და ბაშის გადასახვევზე, სადაც ორზოლიანი გზა კვანძებზე იყოფა და შემდეგ კვლავ ერთიანდება . ის რომ თქვენ დიდი სიჩქარით  მოდიოდეთ ოთხზოლიან გზაზე და მერე უცებ ორ მონაკვეთიან გზაზე გადახვიდეთ, მანდ მსგავსი მონაკვეთები არ არის“, - განაცხადა სეთურიძემ. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics