12:02 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 17:38:34, 371 ნახვა

სანიკიძე: მასწავლებელთა სახლი დასახელდა როგორც სასტუმროს სერვისების დიდი ოდენობით შემსყიდველი, რაც მცდარია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ ხარჯებს აუცილებლად შეამცირებენ, თუმცა  რა ნაწილში, გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
თუმცა  უკვე ცნობილია, რომ განათლების სამინისტრო  სასკოლო სემინარზე თანხების გამოყოფას არ აპირებს.
"გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ჯერ კვარტალი არ არის დასრულებული და მარტის თვეში ისეთი ხარჯები უფრო გააქტიურებულია ხოლმე, იანვარი და თებერვალი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის პოპულარული თვეები არ არის, გეგმის მიხედვით მივდივართ. საბიუჯეტო ნაწილში არანაირი ჩამორჩენა არ არის,ნაწილობრივ გააქტიურება გვირჩია ფინანსთა მინისტრმა, რომელსაც გავაკეთებთ, დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტების ფარგლებში.
ასევე გვირჩია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, მითითებული იყო წყაროები, საიდანაც შეგვიძლია ასეთი თანხების დაზოგვა. ეს იყო ავეჯის შესყიდვა, ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია, საწვავის ხარჯების შემცირება და ასე შემდეგ, რასაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ და ვნახავთ სად შეგვიძლია, რომ ხარჯების მინიმალიზება გავაკეთოთ. არავითარ შემთხვევაში არც ერთ სასკოლო სემინარზე  თანხების დაზოგვას არ ვაპირებთ",-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ამასთან, სანიკიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასწავლებელთა სახლი  სასტუმროს სერვისის დიდი ოდენობით შემსყიდველია.
"უფრო მეტიც, ამას წინათ განცხადება იყო გაკეთებული,  მასწავლებელთა სახლი დასახელდა როგორც სასტუმროს სერვისის დიდი ოდენობით შემსყიდველი,  რაც იყო მცდარი ინფორმაცია, იმიტომ, რომ ეს არის საკონფერენციო პაკეტების შესყიდვა,  სადაც ვახორციელებთ მასწავლებელების ტრენინგს და გადამზადებას და ეს არ იყო არნაირი ადმინსიტრაციული ხარჯი",-აღნიშნა თამარ სანიკიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics