16:39 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 21:43:51, 651 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ღონისძიება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია. იგი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პროფესიით გახლავთ იურისტი და ეკონომისტი. ბატონი მერაბი ზუგდიდელია, მას ყველა კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის ქალაქის პრობლემები. ზუგდიდელებს მისი სახით საიმედო დასაყრდენი ეყოლებათ პარლამენტში.

ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ედიშერ თოლორაია. იგი გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია, ახალგაზრდა და ენერგიული კაცია, რომელიც ასევე ენერგიულად გააგრძელებს ზუგდიდელების ინტერესების დაცვას პარლამენტში.

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება" ასახელებს გოგა გულორდავას. ის არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა პარლამენტამდე მიიტანოს წალენჯიხელების და ჩხოროწყუელების სათქმელი.

ხობს მაჟორიტარობის კანდიდატად ეყოლება გოდერძი ბუკია. იგი არის გამოცდილი პარლამენტარი, თავისი კუთხის ნამდვილი პატრიოტი და ყურადღებას არ მოაკლებს ხობელებს.

სენაკის მაჟორიტარად ,,ქართული ოცნება" ასახელებს ირაკლი ბერაიას კანდიდატურას. ირაკლი გახლავთ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მას განათლება მიღებული აქვს ლონდონის Westminster-ის  უნივერსიტეტში საერთაშორისო დიპლომატიის მაგისტრის წოდებით. იგი მუშაობდა „წითელი ჯვრის" საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორად და ასევე, შსს-ს რეფორმირების დეპარტამენტის დირექტორად. ირაკლი დღეს უძღვება გალისა და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფს ცენტრალური ხელისუფლებიდან. იგი საყოველთაოდ ცნობილია ამ კუთხითაც დღეს. ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილია ადამიანია.

მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელიაა - სოფლის მეურნეობის მინისტრი. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი. ოთარ დანელია წარმოშობით მარტვილელია, თავისი კუთხის პატრიოტია და ყველაფერს გააკეთებს როგორც მარტვილელების, ისე აბაშელების ინტერესების დასაცავად.

ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად სახელდება ირაკლი ხახუბია. იგი ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. ირაკლი ხახუბია არის წარმატებული ბიზნესმენი და ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics