16:24 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-24 09:45:22, 1175 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შენახვა გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ელზა მ., ნარკოტიკული  საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, საკუთარი ავტომანქანით რუსთავიდან ხაშურის მიმართულებით გადაადგილებისას, გომში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას, 14 ამპულა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ ამოიღო.

მათივე ცნობით,  ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics