დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“  პროექტის ფარგლებში, ქუთაისისა და წყალტუბოს ახალ ჩასახლებებში მცხოვრები 65 დევნილისთვის ინვენტარისა და ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას დაესწრო. 

" />
02:42 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-24 10:57:43, 683 ნახვა

საზოგადოება
65 დევნილ ოჯახს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“  პროექტის ფარგლებში, ქუთაისისა და წყალტუბოს ახალ ჩასახლებებში მცხოვრები 65 დევნილისთვის ინვენტარისა და ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს,  თითოეულ დევნილს  მცირე ბიზნესის დასაწყებად 500 ევროს ღირებულების საქონელი გადაეცა. პროექტის მიზანია  დევნილთა საარსებო წყაროების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის წყაროების გაზრდა. 

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე დევნილებს სხვადასხვა ტიპის ინვენტარი დაურიგდათ, მაგალითისათვის საკერავი მანქანები, ტექნიკა სილამაზის სალონისთვის, სამშენებლო ინსტრუმენტები, დანადგარები ავტოსახელოსნოსთვის და სხვა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA)  ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC)  ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015-2016 წწ. ახორციელებს მასშტაბურ პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის”.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი).

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics