15:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-24 13:20:59, 677 ნახვა

საზოგადოება
ოლიმპიური სოფლის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის ბოლო ეტაპი დაიწყო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად კახეთის გზატკეცილზე მიწისქვეშა კომუნიკაციების  მოწყობის   სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში,  აეროპორტისკენ მიმავალი გზის ქვეშ, 6 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს 2000 მმ-იანი გარცმის მილის გატარება,  რომელშიც მოეწყობა 1600 მმ-იანი კანალიზაციის მილი. 

მათივე ცნობით, აღნიშნული მილი ოლიმპიურ სოფელს თბილისის ცენტრალურ კოლექტორთან დააკავშირებს.

დავით ნარმანიას თქმით, სამგორის რაიონში, ფაქტობრივად, ახალი საკანალიზაციო სისტემა იქმნება. 

„ეს არის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც  შესაძლებლობას იძლევა, მიწისქვეშა კომუნიკაციებმა    გზის ნიშნულიდან 6 მეტრის სიღრმეზე ისე გაიაროს,  რომ გზა საერთოდ არ დაზიანდეს.   ეს იქნება  მაგისტრალური სადენი, სადაც გაივლის საკანალიზაციო წყლები. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით, თბილისის ერთ-ერთი  დიდ უბანი   ოლიმპიურ დასახლების სახით, ასევე ვაზისუბანი ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას დაუკავშირდება“ - განაცხადა  თბილისის მერმა. 

პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე  საკანალიზაციო ქსელები  მოეწყო  ოლიმპიური სოფლიდან აეროპორტის ტრასამდე და კახეთის გზატკეცილიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გამავალ ცენტრალურ კოლექტორამდე. ოლიმპიური სოფლიდან ქინძმარაულის ქუჩის ბოლომდე მოწყობილი საკანალიზაციო ქსელის მთლიანი სიგრძე 5 კილომეტრს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „award”  აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის ბოლო ეტაპზე 444 500 ლარი დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე  წლის  აგვისტოში დასრულდება.

(NS)

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics