04:03 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-24 14:01:34, 369 ნახვა

ქუთაისის ქუჩა 25 ივლისიდან 2 სექტმებრის ჩათვლით გადაიკეტება და დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობა

ქუთაისის ქუჩა  25 ივლისიდან 2 სექტმებრის ჩათვლით  გადაიკეტება და დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.  

„25 ივლისს, 11 საათიდან ქუთაისის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იწყებს წყლისა და კანალიზაციის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მიწისქვეშა სისტემების მოწესრიგების შემდგომ,  დიდუბის გამგეობა უზრუნველყოფს გზისა და ტროტუარების მოასფალტებას.

დაგეგმილი კაპიტალური სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ივლისიდან                                 2 სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისის ქუჩა გადაიკეტება და დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები:

N51 ავტობუსი წერეთლის გამზირიდან ჩაუხვევს ცაბაძის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ავა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე და გზას განაგრძობს დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები კი, ქუთაისის ქუჩის ნაცვლად, წერეთლის გაზირიდან მოუხვევენ გვეტაძის ქუჩაზე და აგლაძის ქუჩიდან გადავლენ  ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე.

რაც შეეხება ვახუშტის ხიდიდან აგლაძის ქუჩისაკენ მოძრავ მიკროავტობუსებს, ჩავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ხოშარაულის ქუჩის გავლით მოხვდებიან აგლაძის ქუჩაზე“,-ნათქვამია განცხადებაში.  

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics