10:03 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-24 14:30:37, 753 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოდერძი ბუკია წარადგინა

ხობში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გოდერძი ბუკია წარმოადგენს.

ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

„მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების" კანდიდატი გოდერძი ბუკია. ბატონ გოდერძის დაახლოებით 20 წელია ვიცნობ. მოგეხსენებათ, რომ მთავრობამდე გარკვეული პერიოდი კერძო სექტორშიც მომიწია მუშაობა, და ბატონი გოდერძი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, განსაკუთრებული სიყვარულით თავისი კუთხის, თავისი ხობის მიმართ. ყველა ადამიანი ვისაც სურვილი აქვს აგური დადოს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ვისაც უნდა რომ კეთილდღეობა მოიტანოს ჩვენი მოქალაქის ოჯახში, ერთიანდება ჩვენთან ერთად",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა  ხობში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

"ხობში ჩვენ გვაქს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, სპორტული კომპლექსების მშენებლობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების, ოჯახური სასტუმროების განვითარების და ამისთვის ფინანსური ხელშეწყობის. და რა თქმა უნდა ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარების რისთვისაც სხვათაშორის ბატონი გოდერძი მუხლჩაუხრელად ყოველდღე ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს."- დასძინა  პრემიერმა.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics