13:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 11:03:06, 1469 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელსიფულებას ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების წამებაში ადანაშაულებენ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თურქეთის ხელსიფულებას ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების წამებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Haaretz-ი იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, არსებობს ინფორმაცია ოფიციალურ და არაოფიციალურ იზოლატორებში დაკავებულების წამების შესახებ.

"უფლებადამცველების მონაცემებით, პოლიცია ანკარასა და სტამბოლში “დაკავებულებს აიძულებს 48 საათის განმავლობაში იყვნენ მტკივნეულ პოზებში, ამყოფებს  მათ საკვების, წყლისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე, სიტყვიერად შეურაცხყოფს და ემუქრება მათ. ყველაზე უარეს შემთხვევებში დაკავებულებს სასტიკად სცემენ და აწამებენ, ასევე აუპატიურებენ", - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთში დაკავებების მასშტაბების გათვალისწინებით, მსგავსი ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს.

ცნობისთვის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ თურქეთში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დააკავეს.

Amnesty International-ი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, “შეწყვიტოს ეს საზარელი პრაქტიკა და დაკავებულებთან საერთაშორისო დამკვირვებლები შეუშვას”.

მედიის ცნობით, თურქეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორგანიზაციის ბრალდებები კატეგორიულად უარყო. ანკარა უფლებადამცველებს მოუწოდებს, თურქეთის ხელისუფლების ქმედებები მიუკერძოებლად გააშუქონ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის" სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics