14:18 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 12:40:28, 1605 ნახვა

მსოფლიო
წელს ავღანეთში მოსახლეობაზე რეკორდული რაოდენობის თავდასხმები განხორციელდა

2016 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ავღანეთში მოსახლეობაზე რეკორდული რაოდენობის თავდასხმები განხორციელდა, - ამის შესახებ BBC ავღანეთში გაერო-ს მისიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გაერო-ს ანგარიშის თანახმად, 2016 წლის დასაწყისიდან ავღანეთში 1 600 ადამიანი დაიღუპა, აქედან 388 ბავშვია, ხოლო 3 500-ზე მეტი დაშავდა. ეს 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

მათივე მონაცემებით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 30 ივნისამდე ავღანეთში თავდასხმების შედეგად 64 000 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 23 000-მდე დაიღუპა, 41 000-მა კი სხვდასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, ყველა ეს ადამიანი მშვიდბიანი საქმიანობის დროს დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ხშირი მოვლენაა. ბოლო ასეთი შემთხვევა 23 ივლისს მოხდა, როდესაც ქაბულში შიიტი ხაზარების აქციაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

ტერაქტის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 230 ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics