16:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 13:13:32, 772 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საერთაშორისო სამართლის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA საქართველო) თბილისში საერთაშორისო  სამართლის საზაფხულო სკოლა გაიხსნა,სახელწოდებით „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სკოლა 31 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.

მათივე ცნობით, "ელსას“ ეგიდითსამართლის საზაფხულო სკოლა, საქართველოს გარდა,ევროპის  31 ქვეყანაში სამართლის სხვადასხვა თემაზე მიმდინარეობს.

საზაფხულო სკოლაში ქართველი იურისტი სტუდენტების გარდა ევროპის 15 ქვეყნის 35 იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ.

სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ საქპატენტის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის იურიდიული კომპანიის “მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილის“, ინოვაციებისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

ერთ-ერთ მომხსენებლად, ასევე, მოწვეულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

პროექტის მიზანია სტუდენტთა სამართლებრივი ცნობერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების სამართალზე. გარდა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა, პროექტი მიზნად ისახავს ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების ცოდნისა და გამოცდილებისგაზიარებას.

საზაფხულო სკოლის გენერალური პარტნიორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“, ასევე ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) არის ერთ-ერთი უდიდესი, დამოუკიდებელი, ახალგაზრდა იურისტებისა და იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც ევროპის 43 სახელმწიფოს 300-მდე უნივერსიტეტს მოიცავს. „ელსა“38.000 იურისტ სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს აერთიანებს. ორგანიზაციას ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუციებში, როგორიცაა: ევროპის საბჭო, UNESCO, UNCITRAL, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, WIPO.

რაც შეეხება ელსა საქართველოს, ის 2008 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics